ავტომატიზაცია მარტივად (საბაზისო): მართე ბიზნესი რუტინის გარეშე
- აღწერა
- სილაბუსი
- შეფასება
დაიღალეთ მონოტონური, განმეორებადი საქმეებით? ხელით გადაგაქვთ მონაცემები ექსელიდან მეილზე? გავიწყდებათ კლიენტებთან დარეკვა?
ეს კურსი გასწავლით, როგორ შექმნათ თქვენი პირადი “ციფრული თანამშრომლები” Zapier-ისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით – პროგრამირების და კოდის წერის გარეშე!
ეს კურსი არის საბაზისო (Beginner) დონის და განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ავტომატიზაციაში.
ჩვენ გავივლით გზას ნულიდან – უმარტივესი ავტომატიზაციებიდან AI-ზე დაფუძნებულ სისტემებამდე, რომლებიც დამოუკიდებლად წერენ პოსტებს, ქმნიან ქარდებს და აქვეყნებენ.
🎯 რას ისწავლით?
✅ ავტომატიზაციის ანბანს: რა არის Trigger, Action, Task და როგორ მუშაობს Zapier-ის ლოგიკა.
✅ დროის დაზოგვას: როგორ დააკავშიროთ Google Sheets, Gmail, Slack, და სხვა აპლიკაციები ერთმანეთთან.
✅ ჭკვიან სისტემებს: როგორ მიიღოს სისტემამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად
✅ AI-ს ინტეგრაციას: როგორ ჩართოთ ChatGPT თქვენს სამუშაო პროცესში კონტენტის შესაქმნელად.
✅ ხარისხის კონტროლს: როგორ დანერგოთ “Human-in-the-Loop” სისტემა, რათა რობოტმა არაფერი გაგზავნოს თქვენი დასტურის (Approval) გარეშე.
✅ ტექნიკურ გამართვას: შეცდომების პოვნა (Troubleshooting), მონაცემების გადარჩენა და ფორმატირება.
ვისთვის არის ეს კურსი?
-
ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სურს პროცესების აჩქარება.
-
მარკეტერებისთვის, ვისაც სურს AI-ს დახმარებით კონტენტის შექმნა.
-
გაყიდვების მენეჯერებისთვის, ვისაც სურს ლიდების (Leads) ავტომატური დამუშავება.
-
ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს No-code პროფესია.
🛠 რა დაგჭირდებათ?
-
კომპიუტერი და ინტერნეტი.
-
Zapier-ის უფასო ან საცდელი (Trial) ანგარიში (კურსში ვისწავლით შექმნას).
-
მონდომება, რომ გაიმარტივოთ ცხოვრება!
დაიწყე სწავლა დღესვე და აქციე შენი რუტინა ავტომატიზაციად! 🚀
-
5პრაქტიკული პროექტი: Facebook ზე კონტენტის გამოქვეყნების ავტომატიზაცია
ვაწყობთ Facebook გვერდზე კონტენტის გამოქყვნების ავტომატიზაციას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
-
6Human in Flow: როცა დადასტურება გვჭირდება
ვიდეოში ვაწყობთ დადასტურების ეტაპს - როცა ავტომატიზაციას ადამიანის მიერ დადასტურება ჭირდება