AI ჩატბოტების მასტერკლასი | Voiceflow Masterclass
- აღწერა
- სილაბუსი
- შეფასება
ისწავლე ჭკვიანი AI აგენტების შექმნა კოდის წერის გარეშე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კურსში “AI ჩატბოტების მასტერკლასი “ – ეს არის თქვენი გზამკვლევი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ხართ ბიზნესის მფლობელი, რომელსაც სურს კლიენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, თუ დამწყები ენთუზიასტი, ეს მასტერკლასი დაგეხმარებათ AI-ის სრული პოტენციალის ათვისებაში.
ამ ვიდეო კურსში ჩვენ ვისწავლით Voiceflow-ს პლატფორმის გამოყენებას. თქვენ შეძლებთ შექმნათ ინტელექტუალური ჩატბოტები ყოველგვარი კოდის წერის გარეშე.
კურსი მოიცავს:
-
2 საათიანი ვიდეო გაკვეთილები (on-demand)
-
წვდომა მობილურიდან და კომპიუტერიდან
-
მუდმივი წვდომა მასალებზე (Lifetime access)
რას ისწავლით ამ კურსში?
ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ ყველა საჭირო უნარი, რომ შექმნათ თანამედროვე AI ასისტენტები:
-
ააწყობთ ბაზისურ ბოტებს AI ბლოკების, ტექსტური ფანჯრებისა და ღილაკების გამოყენებით.
-
ისწავლით სხვადასხვა ფუნქციებს: სურათების, ბარათების (Cards) და კარუსელების ინტეგრაციას ინტერაქტიული საუბრისთვის.
-
RAG ტექნოლოგია (Retrieval-Augmented Generation): ისწავლით, როგორ “აჭამოთ” ბოტს თქვენი ბიზნესის PDF ფაილები და საიტის ლინკები, რათა მან მხოლოდ თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხოს კლიენტებს.
-
AI-ს პრაქტიკული გამოყენება: დაეუფლებით AI ბლოკების მართვას (Prompting), რათა ბოტი იყოს არა მხოლოდ მოსაუბრე, არამედ ეფექტური დამხმარე.
-
No-Code დეველოპმენტი: აითვისებთ Voiceflow-ს პლატფორმას, სადაც რთული ლოგიკის აგება პროგრამირების გარეშეა შესაძლებელი.
-
მონაცემთა ავტომატიზაცია: დააკავშირებთ თქვენს ბოტს Google Sheets-თან, სადაც კლიენტის მონაცემები ავტომატურად ჩაიწერება.
-
ინტეგრაცია: გაიგებთ, როგორ განათავსოთ მზა ბოტი თქვენს საიტზე
მოთხოვნები (Requirements)
-
პროგრამირების ცოდნა არ არის საჭირო; კურსი განკუთვნილია სრულიად დამწყებთათვის.
-
კომპიუტერი ინტერნეტთან წვდომით Voiceflow-ზე სამუშაოდ.
-
ენთუზიაზმი, რომ ისწავლოთ ბიზნესის ავტომატიზაცია AI-ს დახმარებით.
ვისთვის არის ეს კურსი?
-
ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ მომხმარებლის მხარდაჭერის ავტომატიზაცია.
-
მარკეტერებისთვის და ფრილანსერებისთვის, რომელთაც სურთ ახალი სერვისების შეთავაზება კლიენტებისთვის.
-
დამწყებთათვის, რომელთაც სურთ პრაქტიკული უნარების შეძენა პროგრამირების გარეშე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არის ონლაინ ვიდეო კურსი. მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიაროს ავტორიზაცია ჩვენს საიტზე და შეიძინოს ტრენინგი. კურსი თქვენს პირად კაბინეტში მუდამ ხელმისაწვდომი იქნება – უყურეთ მაშინ, როცა თქვენთვის მოხერხებულია და ისწავლეთ საკუთარი ტემპით!
-
1შესავალი
შესავალი Voiceflow-ში
-
2დავიწყოთ 0-დან ან დავიწყოთ AI-ს დახმარებით
როგორ გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი chatbot ის აწყობის პროცესში.
-
3ბლოკები: Buttons vs Choice
ვსწავლობთ ბლოკების გამოყენებას - ღილაკების და Choice ბლოკები
-
4ბლოკები: სხვადასხვა ტიპის ბლოკები (text, image, კარუსელი და ა.შ.)
როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის ბლოკები: ტექსტები, კარუსელი, სურათები და ა.შ.
-
5No Match, No Reply -ს გამოყენება
რა ვქნათ როდესაც მომხმარებელი კითხულობს იმას, რაზეც პასუხი არ გვაქვს, ან აღარ გვწერს.