Have a question?
Message sent Close

Vibe Coding: შექმენი ციფრული პროდუქტები მარტივად კოდის წერის გარეშე

Vibe Coding + Lovable + Supabase – სრულფასოვანი No-Code კურსი, სადაც ნულიდან შექმნი ციფრულ პროდუქტებს, ლენდინგ გვერდებს, ვებაპლიკაციებს და ონლაინ ... Show more
2 Students enrolled
0
0 reviews
  • Description
  • Curriculum
  • Reviews
vibe coding.png

ეს არის სრული, პრაქტიკაზე დაფუძნებული No-Code კურსი, სადაც Vibe Coding, Lovable და Supabase-ის გამოყენებით ისწავლი თანამედროვე ციფრული პროდუქტის შექმნას ნულიდან – პროგრამირების ცოდნის გარეშე.

კურსის განმავლობაში შენ:

  • გაიგებ, რა არის Vibe Coding, რატომ არის ის პოპულარული და როგორ ხდება ვებ აპლიკაციების და ვებგვერდების აწყობა სწორად ფორმულირებული პრომპტებით.

  • ააწყობ სწრაფ და თანამედროვე ლენდინგ გვერდს, ისწავლი ელემენტების რედაქტირებას, დიზაინის შეცვლას, ლოგოს, მენიუს და ვიზუალური დეტალების მართვას.

  • გაიგებ, რატომ არის პრომპტების ხარისხი გადამწყვეტი და როგორ უნდა მისცე სისტემას ზუსტი ინსტრუქციები, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად პროფესიონალური.

  • შეისწავლი, როგორ მუშაობს საკონტაქტო ფორმები, როგორ ავამუშოთ ისინი ყოველგვარი ინტეგრაციების და კოდის წერის გარეშე და როგორ მივიღოთ შეტყობინებები პირდაპირ ელფოსტაზე.

  • ნახავ, როგორ ხდება საიტის გამოქვეყნება, რეალურ მისამართზე ატვირთვა და გაზიარება.

შემდეგ კი გადავალთ Backend-ის ნაწილზე:

  • გაიგებ რა არის Backend, რატომ არის აუცილებელი ნებისმიერი აპისთვის და როგორ ხდება მონაცემების შენახვა და ლოგიკის შესრულება „ეკრანის მიღმა“.

  • გაიგებ რა არის Backend-as-a-Service,

  • პრაქტიკულად ააწყობ მენტორის დაჯავშნის ვებაპლიკაციას, სადაც მომხმარებლები გაივლიან ავტორიზაციას, აირჩევენ დროს, დაჯავშნიან შეხვედრას და ნახავენ თავიანთ ჯავშნებს.

კურსის ბოლო ნაწილი მთლიანად ეძღვნება ecommerce-ს:

  • ისწავლი Shopify × Lovable-ის ახალ შესაძლებლობას – რამდენიმე პრომპტით რეალური ონლაინ მაღაზიის შექმნას.

  • ააწყობ baby sleep თემატიკის მაღაზიას: დიზაინს, კატეგორიებს, პროდუქტის ბლოკებსა და Checkout ბმას.

  • მიხვდები, როგორ მუშაობს Storefront API და როგორ ხდება Shopify-ს  Backend-ის დაკავშირება Lovable-ის მოქნილ Frontend-თან.

  • საბოლოოდ მიიღებ სრულფასოვან, ფუნქციონალურ ონლაინ მაღაზიას, რომელიც მზადაა გამოყენებისთვის.

კურსი არის 100% პრაქტიკული, რეალურ პროექტებზე აგებული. დასრულების შემდეგ გექნება:

  • 3 დასრულებული რეალური პროექტი

  • გაიგებ No-Code / Vibe Coding მუშაობის პრინციპებს

Share
Course details
Lectures 6
Level Beginner