Have a question?
Message sent Close

AI ჩატბოტების მასტერკლასი | Voiceflow Masterclass

ტრენერი
Giorgi Tskhvediani
14 Students enrolled
0
0 reviews
  • აღწერა
  • სილაბუსი
  • შეფასება
ai chatbot.png

ისწავლე ჭკვიანი AI აგენტების შექმნა კოდის წერის გარეშე  

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კურსში “AI ჩატბოტების მასტერკლასი “ – ეს არის თქვენი გზამკვლევი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ხართ ბიზნესის მფლობელი, რომელსაც სურს კლიენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, თუ დამწყები ენთუზიასტი, ეს მასტერკლასი დაგეხმარებათ AI-ის სრული პოტენციალის ათვისებაში.

ამ ვიდეო კურსში ჩვენ ვისწავლით Voiceflow-ს პლატფორმის გამოყენებას. თქვენ შეძლებთ შექმნათ ინტელექტუალური ჩატბოტები ყოველგვარი კოდის წერის გარეშე.

კურსი მოიცავს:

  •  2 საათიანი ვიდეო გაკვეთილები (on-demand)

  • წვდომა მობილურიდან და კომპიუტერიდან

  • მუდმივი წვდომა მასალებზე (Lifetime access) 

რას ისწავლით ამ კურსში? 

ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ ყველა საჭირო უნარი, რომ შექმნათ თანამედროვე AI ასისტენტები: 

  • ააწყობთ ბაზისურ ბოტებს AI ბლოკების, ტექსტური ფანჯრებისა და ღილაკების გამოყენებით.

  • ისწავლით სხვადასხვა ფუნქციებს: სურათების, ბარათების (Cards) და კარუსელების ინტეგრაციას ინტერაქტიული საუბრისთვის.

  • RAG ტექნოლოგია (Retrieval-Augmented Generation): ისწავლით, როგორ “აჭამოთ” ბოტს თქვენი ბიზნესის PDF ფაილები და საიტის ლინკები, რათა მან მხოლოდ თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხოს კლიენტებს.

  • AI-ს პრაქტიკული გამოყენება: დაეუფლებით AI ბლოკების მართვას (Prompting), რათა ბოტი იყოს არა მხოლოდ მოსაუბრე, არამედ ეფექტური დამხმარე.

  • No-Code დეველოპმენტი: აითვისებთ Voiceflow-ს პლატფორმას, სადაც რთული ლოგიკის აგება პროგრამირების გარეშეა შესაძლებელი.

  • მონაცემთა ავტომატიზაცია: დააკავშირებთ თქვენს ბოტს Google Sheets-თან, სადაც კლიენტის მონაცემები ავტომატურად ჩაიწერება.

  • ინტეგრაცია: გაიგებთ, როგორ განათავსოთ მზა ბოტი თქვენს საიტზე

მოთხოვნები (Requirements)

  • პროგრამირების ცოდნა არ არის საჭირო; კურსი განკუთვნილია სრულიად დამწყებთათვის.

  • კომპიუტერი ინტერნეტთან წვდომით Voiceflow-ზე სამუშაოდ.

  • ენთუზიაზმი, რომ ისწავლოთ ბიზნესის ავტომატიზაცია AI-ს დახმარებით. 

ვისთვის არის ეს კურსი?

  • ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ მომხმარებლის მხარდაჭერის ავტომატიზაცია.

  • მარკეტერებისთვის და ფრილანსერებისთვის, რომელთაც სურთ ახალი სერვისების შეთავაზება კლიენტებისთვის.

  • დამწყებთათვის, რომელთაც სურთ პრაქტიკული უნარების შეძენა პროგრამირების გარეშე. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არის ონლაინ ვიდეო კურსი. მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიაროს ავტორიზაცია ჩვენს საიტზე და შეიძინოს ტრენინგი. კურსი თქვენს პირად კაბინეტში მუდამ ხელმისაწვდომი იქნება – უყურეთ მაშინ, როცა თქვენთვის მოხერხებულია და ისწავლეთ საკუთარი ტემპით!