Welcome to Founders Plus!
Founders Plus არის Founders.ge-ს ინიციატივა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს და დააჩქაროს მეწარმეობის დაწყება და განვითარება საქართველოში. ეს არის ციფრული ტრანსფორმაციის სერვისი, სადაც წვდომას იღებ არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ბიზნესზე ორიენტირებულ საზოგადოებაზე
Founders Plus დაგეხმარება ყველა საჭირო რესურსით:
✔ ექსკლუზიური ტრენინგები
ვიდეო და ტექსტური ტრენინგები ბიზნესის აქტუალურ თემებზე — როგორ შექმნა ონლაინ მაღაზია, როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის გასაფართოებლად, როგორ გაზარდო გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი და ა.შ.
✔ წვდომა დარგის ექსპერტებთან
გექნება შესაძლებლობა ისარგებლო one-to-one მენტორობით ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან. ისინი მოგცემენ რეკომენდაციებს და შეგასწავლიან როგორ დაინახო შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები პრობლემებს ხედავენ.
✔ კავშირები და ქომუნითი
გაწევრიანდები დახურულ Discord ჯგუფში, სადაც გაიცნობ შენნაირ მეწარმეებს, ექსპერტებს და თანამოაზრეებს. შეგიძლია დასვა კითხვები, გაუზიარო იდეები, იპოვო პარტნიორები ან უბრალოდ მოისმინო სხვების გამოცდილება და მიიღო მოტივაცია.
✔ პრაქტიკული გზამკვლევები და მასალები
მიიღებ ყოველკირეულ გზამკვლევებს, ჩეკლისტებს, შაბლონებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს
Giorgi Tskhvediani
პროდუქტების შექმნასთან ერთად გიორგი აქტიურად აკვირდება და აუმჯობესებს შიდა პროცესებს AI-ის და ავტომატიზაციის დახმარებით. მისი მიდგომა არის არა მხოლოდ ფუნქციონალური ციფრული პროდუქტების შემუშავება, არამედ ბიზნესის ეფექტიანობის ზრდა — რთული ოპერაციების გამარტივებით, ხელით სამუშაოს შემცირებით და თანამედროვე AI ინსტრუმენტების ინტეგრაციით.
ეს კომბინაცია აძლევს საშუალებას შექმნას გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფად მასშტაბირდება, მინიმუმამდე ამცირებს ხარვეზებს და ათიათასობით მომხმარებლისთვის ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას.